ახალმა ვარიანტმა საქართველომდეც ჩამოაღწია, ფრთხილად იყავით! – ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ წერს და აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, აღნიშნული შტამი უკვე საქართველოშია.

მისივე თქმით, ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად გადამდებია და მეტად აზიანებს ფილტვებს.

ფხაკაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

“გაიცანით ახალი კოვიდ ვირუსის ვარიანტი “AY.4.2” ჯერ სახელი არ ააქვს (ზოგი ექსპერტი დელტა + ეძახის მაგრამ ის K417N არის.

შესაბამისად ზოგი ექსპერტი დელტა ++ ეძახის, რაც გინდათ ის დაუძახეთ, ფაქტია რომ ვერაგია. მე უფრო მომწონს “დელტას შვილიშვილი”), ისე დელტა ვარიანტის “ოჯახიდან” არის, პირველად “შეამჩნიეს” ივლისში, მაგრამ უკვე გავრცელდა მთელს მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე და 33 ქვეყანაში უკვე “ამოიცნეს” ლაბოლატორიებში: ავსტრალიაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, ამერიკაში, ევროპაში, ბრიტანეთში კი 6% ახალი ინფიცირებული უკვე ამ ახალი ვარიანტით არის ინფიცირებული და ფხაკაძე გაცნობებთ რომ საქართველომდეც არის ჩამოღწეული ეს ახალი ვარისნტი (ოფიციალურად ჯერ ვერ/არ დაადგინეს, ისე ყველა ვარიენტების და ტალღების გამოცხადება მე მიწევს და მერე “ოფიციალურად” 1-2 კვირის მერე აღიარებენ ხოლმე, ამას მე მგონი ყველა შეეჩვია).

 ეს ვარიანტი არის “დელტა ვარიანტის” (B.1.617.2) 10-15% კიდევ უფრო გადამდები და ახასიათებს ფილტვების უფრო დაზიანებაც.

შეგახსენებთ “დელტა” ანუ ინდური ვარიანტი 50% უფრო გადამდები იყო ვინდრე “ალფა” ანუ ბრიტანული ვარიანტი.

მათ, ვინც გადაიტანეთ უკვე კოვიდი, დაცულები არ ხართ რომ ეს დელტა+ და ++ არ დაგემართებათ.

ჩათვალეთ, რომ არც გადაგიტანით კოვიდი, ანუ იმუნიტეტი არ გააქვთ. ასევე ვინც ხართ აცრილი სპუტნიკით, სინოფარმით, სინოვაკით და ასტრა ზენეკით დაცულები არ ხართ და დროზე აიცერით ფაიზერით.

კარგი ამბავი არის ის რომ საქართველოში არსებული ვაქცინებიდან “ფაიზერი” არის ეფექტური როგორც დელტა ასევე დელტა+ შემთხვევებში!

სამედიცინო პირბადე არის ასევე საკმაოდ ეფექტური!

ფიზიკური დისტანცია (საუკეთესოა 2 მეტრიანი) ასევე აჩვენებს კარგ შედეგებს.

ფრთხილად იყავით!” – წერს ფხაკაძე