დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.
პროკურატურა ბრალდებულებს – ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს. პარალელურად, საქმე სტრასბურგშია გაგზავნილი.
“პროცესი კარტოგრაფების საქმეზე გულისხმობს უკვე არსებითი განხილვის დაწყებას. ამ შემთხვევაში ველოდებით, რომ პროკურატურა წარმოადგენს მოწმეებს, რომლებსაც გამოვკითხავთ. საქმის კიდევ ხელახლა დაწყება მეორე ტურების წინ, არის ერთ-ერთი ნიშანი იმის, რომ პოლიტიკური სარჩული აქვს ამ საქმეს, თუმცა ამის გარეშეც ძალიან დიდი შინაარსი აქვს პოლიტიკური, რაც ძალიან ბევრ განცხადებებში გამოვლინდა,“ – ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.
“რუსთავი2′