ირინა სარიშვილი – საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული აქციის შესახებ

ირინა სარიშვილი: საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული აქციის ერთადერთი მიზანია პუტინის პირად პატიმარზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ეს იმის ფონზე რომ …

– “საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული, 27 ოქტომბრის აქციის ერთადერთი მიზანია პუტინის პირად პატიმარზე, ციხეში უკვე 27-ე დღის მოშიმშილე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ეს იმის ფონზე რომ მიხეილ სააკაშვილს პუტინის მარიონეტი ივანიშვილის მთავრობა უარს ეუბნება კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებაზე, რაც არც მეტი არც ნაკლები, მისი მკვლელობის მცდელობის ტოლფასია!

აქცია თავისი მიზნით და შინაარსით გახლავთ სადიზმის და ტირანიის აქამდე არნახული საჯარო გამოვლინება.

მოგმართავთ ყველას, ვინც იქ წასვლას აპირებთ:

როგორც არ უნდა გაშინებდნენ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, რაც არ უნდა გქონდეთ მიზეზი, ვინც არ ხართ ბოროტი, ნუ მიხვალთ ამ აქციაზე! ყველა, ვინც აქციაში მონაწილეობას მიიღებს, ძალიან დიდი ბოროტების თანამონაწილე ხდება, რომელმაც შეიძლება სათავე დაუდოს შეუქცევად სამოქალაქო დაპირისპირებას და ამას ვერანაირი ახსნა ვერც დღეს და ვერც მომავალში ვერ ექნება!
მთავრობა უხმობს ბოროტებს – ეს იცოდეთ და ნუ გახდებით ამ ბოროტების თანამონაწილე, თუ არ ხართ ასეთები! გთხოვთ!” – წერს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი.

წყარო: ptn.ge