ანა დოლიძე – მოვუწოდებ ენმ-ს, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
პარტია ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს მოუწოდებს, განცხადებით მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს ექსპრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით.
– “ჩვენ როგორც გონივრული ალტერნატივა, მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, გააკეთოს შემდეგი რამ – გამოიყენოს სტრასბურგის პროცედურა 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი, ჰქვია დროებითი ღონისძიება. ერთხელ ეს არის გამოყენებული უკვე წარსულში, რა არის მისი აზრი, სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანონ ის თუ არა სამოქალაქო საავადმყოფოში. ეს ღონისძიება 39-ე მუხლით სწორედ მაგას ემსახურება, რომ სტრასბურგის საქმეები იხილება წლების განმავლობაში, იცით.
ამასობაში, რომ არ დადგეს მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რამე შარში არ გავეხვიოთ, წავიდეს სასწრაფოდ განცხადება სტრასბურგში და სტრასბურგის სასამართლომ დაავალოს, თუ საჭიროა, შესაბამისად შესწავლის შედეგად ხელისუფლებას, რომ გადაიყვანოს სააკაშვილი ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოში” – ამბობს დოლიძე,
მისივე თქმით, ეს ამ საკითხის სწრაფად, სამართლიანად და სახელმწიფო ინტერესიდან გადაწყვეტის გზაა.
– “ეს არის წრაფი გზა ამ საკითხის გადაწყვეტის, ეს არის სიმართლის დადგენის გზა, ეს არის სამართლიანად ამ საკითხის გადაწყვეტის გზა და სახელმწიფო ინტერესიდან ამ საკითხის გადაწყვეტის გზა, როდესაც არცერთ მხარეს არ მივცემთ საშუალებას ამ თემით მანიპულირების და ეს გვინდა ჩვენ. სახელმწიფო ინტერესია აქ დადგინდეს სიმართლე და დადგინდეს სწორად და არ იზარალოს სახელმწიფომ იმიტომ, რომ ვიღაცამ, პოლიტიკოსნა ცხელი თავით მიიღო გადაწყვეტილებები” – ამბობს პარტიის ლიდერი.
წყარო: ptn.ge