27 ოქტომბერს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში იწვიმებს. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. დღე უნალექო იქნება.
მესტიაში უმეტესად მზიანი დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.
+14გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.
გორში მზიანი დღე +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმას პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +10 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.
“იმედინიუსი’