“საქმე გვაქვს პოლიტიკურ ვენდეტასათან და ფსიქოლოგიურ ტერორთან ერთი ადამიანის, სააკაშვილის მიმართ”

“საქმე გვაქვს პოლიტიკურ ვენდეტასათან და ფსიქოლოგიურ ტერორთან ერთი ადამიანის, სააკაშვილის მიმართ” – ნუგზარ წიკლაური.

ნუგზარ წიკლაური ხელისუფლებას პოლიტიკურ ვენდეტასა და სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ ტერორში ადანაშაულებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში შესაძლო გადაყვანაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულების ე.წ საავადმყოფო შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

“სამწუხაროდ მივიღეთ ასეთი სიტუაცია, საქართველოს ხელისუფლების გარდა ყველა არის ერთ პოზიციაზე, რომ ციხის ე.წ საავადმყოფო არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სრულიად ცხადია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ვენდეტასათან და ფსიქოლოგიურ ტერორთან, რომელსაც აწარმოებს ეს გაღატაკებული ხელისუფლება” – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

წყარო: itv.ge