თბილისი-მადრიდის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებზე მოლაპარაკებები გრძელდება

როდის იქნება შესაძლებელი თბილისიდან მადრიდში პირდაპირი ავიარეისით ჩასვლა – მოლაპარაკებები ამ მიმართულებით ესპანეთში გრძელდება.

ამავე დროს, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ბარსელონასა და ქუთაისს შორის ფრენების განახლებაზე.

“ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ევროპულ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ გვქონდეს ახალი ევროპული პირდაპირი მიმართულებით რეისები. მიმდინარეობს დაწყებითი ფორმის მოლაპარაკება იმისთვის, რომ გვქონდეს პირდაპირი რეისი თბილისი-მადრიდის მიმართულებით. პირდაპირი მიმართულებები არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მეტი ტურისტული ნაკადების ევროპიდან შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში,“ – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში, ანდორის სამთავროში, ალჟირსა და მაროკოში, ილია გიორგაძე ამბობს, ქვეყნებს შორის პირდაპირი რეისებით მიმოსვლა ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

 

“რუსთავი2”