ყოფილი მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და თბილისის მერს კახა კალაძე მიმართავს და ურჩევს შეცვალოს რიტორიკა.
“უფასო რჩევა კალაძეს:შეცვალე ეს სამტრედიის ბოგირებზე ნასწავლი ე.წ. “კაიბიჭური” რიტორიკა!…ბატონო კალაძევ,მოდი აბა სცადე და შენი ტექსტების ნაცვლად ეს სიტყვები თქვი:”ძალიან ვწუხვარ რომ პრეზიდენტმა პროტესტის ეს ფორმა აირჩია. მე მოვუწოდებ ჩემს თანაგუნდელებს, მთავრობის წევრებს რომ მაქსიმალურად უზრუნელყონ პატიმარი სააკაშვილის უსაფრთხოება და შეთავაზონ მას რამდენიმე მრავალპროფილური საავადმყოფო.საჭიროდ მიმაჩნია სააკაშვილზე განხორციელდეს უწყვეტი სამედიცინო მონიტორინგი”!….აბა , ჩემო ქოცო მეობრებო, რომელი “კალაძე ” უფრო მოგეწონებათ?! – წერს გია ხუროშვილი