ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ მარტო მძღოლი დაგვჭირდებოდა იმდენი, რამდენიც „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე

შეკრებაზე ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ მარტო მძღოლი დაგვჭირდებოდა იმდენი, რამდენიც „ნაციონალებს“ ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე.

ეს არ იყო ნათქვამი მარტო სიტყვის მასალად, სწორედ ამდენი მძღოლი დაგვჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება. ჩვენი მომხრეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი. დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, როდესაც ხდება ადამიანების იძულება მუხტი არ იქმნება ხოლმე და თქვენ ნახეთ როგორი მუხტი იყო გუშინ. იყო შეძახილები „საქართველოს გაუმარჯოს“ და ოპოზიციის აქციაზე ანალოგიური პათოსით ისმოდა შეძახილები „თავისუფლება მიშას“. იქეთ იდგა მიშა, დამნაშავე ბელადი, აქეთ იდგა საქართველო, ეს იყო განსხვავება ორ შეკრებას შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

“იმედინიუსი”