მწერალი, ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
“30 ოქტომბრის არჩევნებზე ახლა ვიტყვი სიტყვას სერიოზულად და ამის მერე აღარ.
მე ძალიან მინდა რომ ქვეყანაში იყო ჯანმრთელი ოპოზიცია, რომელიც სიტუაციას შეცვლის და პროგრესისკენ წაგვიყვანს.
მაგრამ, მიშა საააკაშვილი ეს არს გუშინდელი დღის დიქტატურა. ეს არ არის ჯანმრთელი არჩევანი. აი, მისი გზის გამკვალავი და სრული ადეკვატი, პერუს ყოფილი არჩეული დიქტატორი, ალბერტო ფუხიმორი, რომელმაც 1990 წელს ღია და დემოკრატიულ არჩევნებში ჩვენი საყვარელი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა დაამარცხა და შემდეგ გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, პერეს დე კუელიარი. რომელც აგრეთვე პოპულისტი იყო. რომელიც აგრეთვე იყენებდა ‘სიკვდილის ესკადრონებს’, აგრეთვე ხოცავდა ოპოზიციას, აწამებდა ციხეებში ადამიანებს და რომელიც აგრეთვე უყვარდა მსოფლიო ბანკირებს, რადგან ის მათთვის იდეალურ პირობებს ქმნიდა უბრალო ადამიანებისგან მოპარული ფულის გასარეცხად. ფუხიმორიც სააკაშვილის არ იყოს ჯერ გაიქცა თავისი ქვეყნიდან და მერე მაინც მოუნდა ხელისუფლებაში დაბრუნება და მოუწია ციხეში ჩაჯდომა და უკვე 15 წელია იქ იმყოფება. მას კიდევ აქვს წლები მოსახდელი. მასაც ჰყავდა უამრავი ამერიკელი თუ ევროპელი იურისტი და დამცველი – ‘ელ ჩინოს’ ისევე როგორც ‘მიშას’ თავისი ფანატიკოსები ოხრად ჰყავს – მაგრამ ეს მას იმუნიტეტს არ აძლევს რომ მისი ჩადენილი მკვლელობებისთვის სასჯელი არ მოიხადოს.
მიშას 90-ზე მეტი საქმე აქვს სტრასბურგში წაგებული – და აქ მხოლოდ 3 საქმეზე გაასამართლეს. მათს შორის, 2006 წლის ივნისის ბოლო 5 ადამიანი ლექსების კითხვის გამო რომ დაგვაპატიმრეს და სასამართლოს შენობაში ძვლები გვამტვრიეს – ზურა რთველიაშვილს, ჯაბა ჯიშაკარიანს, დათო დალაქიშვილს, ლაშა ჩხარტიშვილს და მე. ჩვენ ეს საქმე მიშას სტრასბურგში კი მოვუგეთ, მაგრამ აქ არც აღძრავთ ეს საქმე ‘ნულოვანი ტოლერანტობის’ ავტორზე.
ჩვენზე ბევრად უარესი შემთხვევბიც უხვად იყო. ადამიანები მოკლეს, გააქრეს, აწამეს, გაასახლეს. ამაზე ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც ეს ჩაიდინა. მე იმის მომხრეც ვარ რომ ჰააგიდან ჩამოვიყვანოთ საერთქაშორისო მოსამართლეები და მათ გაასამართლონ მიშა თითოეულ ამ საქმეზე – 90-ზე მეტი საქმე აქვს წაგებული სტრასბურგში. ფუხიმორი არის მისი ადექვატი – ყველაზე ახლო – მსოფლიოში. მე მკვლელის გამართლებას ხმას ვერ მივცემ.”