არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი – მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე

მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დამაფიქრებელია, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის საკითხი და მისი ბედი დამაფიქრებელია.

“ამ პატიმრის ბედი უკავშირდება სახელმწიფოს და სამშობლოს სამომავლო განვითარების ბედს. და თუ ამაზე დავფიქრდებით და შევძლებთ როგორმე ისეთი ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას, თუნდაც პირადი ტრაგედიასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უკვე შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას…

მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაშია და მაშინ როცა მე ვუკავშირებ ქვეყნის ბედს, მის სამომავლო განვითარების მდგომარეობას, ჩვენი ქვეყნისადმი საერთაშორისო დამოკიდებულებას და მის მდგომარეობას, აქ მე ვიტყვი, რომ მიუთემეტს, ის შიმშილობს, როგორია ამის შედეგები, ან როგორი იქნება, ეს დასაფიქრებელია.

მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი “,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.