აშშ-მა რუსეთი უნდა განიხილოს როგორც გამძლე და არა დაცემის გზაზე შემდგარი ძალა” – დემურ გიორხელიძე

“ამერიკის ხელმძღვანელობამ რუსეთი უნდა განიხილოს როგორც გამძლე და არა დაცემის გზაზე შემდგარი ძალა და გულწრფელად ისაუბროს მის რეალურ სირთულეებსა და შესაძლებლობებზე. რუსეთის ძალის შესახებ ამერიკული წარმოდგენების გადახედვა პოლიტიკოსებს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილონ ხანგრძლივი დაპირისპირება ძლიერ და კონკურენტ მოწინააღმდეგესთან.”

(ამონარიდი სტატიიდან ”მითი რუსული დაცემის შესახებ. რატომ იქნება მოსკოვი მუდმივი ძალა?”)
რეალური პოლიტიკა ისაა, როცა შეგიძლია აღიქვა მოცემულობა და ააგო ტრაექტორია ამ მოცემულობიდან ამომავალი და არა იმბეცილივით აღტკინებული,
იდიოტურ იდეოლოგიურ შტამპებს ამოფარებული,
მისდევდე წინასწარვე ყალბ წარმოდგენებს და საკუთარი გაუნათლებლობის გამო, არ ერიდებოდე შენი ამ გონებაშეზღუდულობის საჯაროდ დემონსტრირებას.
რეალობა არ მოგწონს და გნებავთ იგი საკუთარ იდიოტურ წარმოდგენებს დაუქვემდებარო?! ?
ვინ გიშლის, მაგრამ როცა შენნაირი საკმარისად ბევრია,
მაშინ ის სახელმწიფო, სადაც შენნაირები საკმარისად ბევრია, ქაქში აღმოჩნდება და მის მომავალს დიდი საფრთხე ემუქრება!
ეს პროფესიონალი ადამიანები ისე აფასებენ რეალობას,
როგორც არის (იხ. სტატია)! აშშ-მ ვერაფერი მოიგო ნეოკონსერვატორების თავახდილი პოლიტიკისგან.
ვერც მოიგებდა, რადგან ნეოკონსერვატორების ყველა მამა-დამფუძნებელი ახალგაზრდობაში იდეური და არა ზერელე ტროცკისტი იყო. მარტო ნიუ-იორკელი სუპერ-ინტელექტუალი, ირვინგ კრისტოლი რად ღირს, ერთ-ერთი უმთავრესი დამფუძნებელი ნეოკონსერავტიზმისა, – ნაღდი იდეური ტროცკისტი!
მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, უბადრუკი აზროვნების მაკ-კეინი იყო, ქართველი
ტვინგახურებული იდიოტების მამა-მარჩენალი,
მფარველი და გამომთაყვანებელი.
სახელმწიფო აგებს, როცა აქცენტებს არასწორად ირჩევს
და მოცემულობის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს!
სწორედ ამის თავიდან აცილებას ემსახურება ეს სტატია!
https://www.foreignaffairs.com/…/myth-russian-decline
p.s.
წესით, ქართველებზე კარგად არავინ უნდა იცოდეს რუსეთის სახელმწიფოს ავ-კარგი: დადებითი და სუსტი მხარეები; სისუსტის მიზეზები, სიძლიერის მიზეზები!
რუსების ზნე-ჩვეულებები და ხალხის რეალური პოტენციალი.
ცოდნა ისაა, როცა შეცვლილ გარემოებებში შეგიძლია შენი საკუთარი სახელმწიფოს თვალთახედვიდან სწორი პოზიციონირება გააკეთო რუსეთის სახელმწიფოს მიმართ საკუთარი უსაფრთხოებისა და განვითარების უზრუნველყოფის მიზნით!
არა!
ქართველს არაფრის ცოდნა უნდა, გარდა საკუთარი
ვირეშმაკული სიჯიუტისა, ამიტომაც ვერ უვლის საკუთარ საოცარ ქვეყანას, ფსევდო სახელმწიფო შექმნა და ეს ვითომ სახელმწიფო ქართველს ანადგურებს 30 წელია.
დამახინჯებული ფსიქიკა კი რუსეთს ხან ორკვირაში დაშლად სახელმწიფოდ წარმოადგენს, ანდა, უარესი, –
“დათვი თუ მოგერევა, ბაბია უძახეო”, – ანუ ყმური ფსიქოლოგიის ტყვეობაში ტოვებს!
სახელმწიფო კი თავისუფალი ხალხის ნებაა!
მონებს და ყმებს არ სჭირდებათ სახელმწიფო!
მათ “კარგი” “პატრონი/ბელადიც” ჰყოფნით!
p.s.
ეს სტატიის რუსული თარგმანია. ვისაც გირჩევნიათ,
აქ წაიკითხეთ!
https://inosmi.ru/politic/20211025/250771484.html

 

დემურ გიორხელიძე; სოციალურ ქსელი