ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება:
„იმედია, პრემიერის საჯარო განცხადება თვითმკვლელობის კანონიერებაზე დაგეხმარებათ გააცნობიეროთ რამდენად არაჰუმანურ ძალასთან გაქვთ საქმე. ცხადია, არ მაქვს ილუზია, რომ ტელევიზიას, საიდანაც ეს ინტერვიუ გავრცელდა, ესმის რაოდენ სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია მსგავს განცხადებებს სუიციდზე, იმ ადამიანებისთვის ვისაც ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემა აქვს.
ნუ ანდობთ თქვენი შვილების ბედს მათ, ვისაც ასე არაფრად უღირს ადამიანის სიცოცხლე…
P.S. გთხოვთ, ნუ დამიწყებთ შეგონებებს რომ ექიმი ვარ და ჩემი საქმე ადამიანების მკურნალობაა. დიახ, ადამიანის სიცოცხლეა ჩემი უმთავრესი საზრუნავიც და ღმერთიც და ამიტომაც ვღელავ.“