“პოლიციაში დარეკვას აზრი არ აქვს” – ქუთაისში ავტომობილი გატეხეს

ძარცვის მცდელობა ქუთაისში – გამარჯვების ქუჩაზე მანქანას მინები ჩაუმსხვრიეს, სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ კი ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მანქანიდან ნივთების წაღება ვეღარ შეძლეს და ადგილიდან მიიმალნენ.

მეპატრონე ამბობს, რომ პოლიცია არ გამოუძახებია, რადგან, მისივე თქმით, უწყებას მანამდე მომხდარ არცერთ შემთხვევაზე გამოძიება არ დაუსრულებია.

“დილით გამოვედი ჩვეულებრივად, სამსახურში უნდა წავსულიყავი. დავინახე, რომ მანქანა იყო ჩამტვრეული, ღარი ჰქონდა გაკეთებული, მივხვდი, რომ ქვით იქნებოდა ან რაღაცით გატეხეილი. ეს არაა პირველი შემთხვევა, რიგი მოუწია ჩემ მანქანას, იმიტომ, რომ იქითა ქუჩიდან მოყვებიან. ალბათ ორი კვირის მერე შემდეგს მოუწევს, რიგ-რიგობით მიჰყვებიან. პოლიციაში დარეკვა ვინც სცადა, აზრი არ აქვს”, – თქვა დაზარალებულმა, ირაკლი მაღლაფერიძემ. 

“ალია”