საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ტელეწამყვან მაია ასათიანს ციხიდან წერილს სწერს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
- წერილის ფოტოს ასათიანი “ინსტაგრამის” გვერდზე აქვეყნებს:
“მაია, ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის, რომ ასეთ დღეს მოხვედი ეთერში ჩემი გულისთვის და თითოეული შენი სიტყვა…
წარმოუდგენლად ნიჭიერი რომ ხარ, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ გუშინ მეც კი ზეაღმატებულად აღვფრთოვანდი.
დიდი სიყვარულითა და მადლიერებით, მიხეილ სააკაშვილი” – წერს ექსპრეზიდენტი.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” ეთერში ასათიანმა თქვა, რომ “ახლა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ვუყურებთ” და რომ სააკაშვილი “უნდა გადარჩეს”.
“არ ჩამწიხლოთ ახლა და ქვები არ დამიშინოთ, უბრალოდ, გააღეთ თქვენი სახლის ფანჯრები, სადაც არ უნდა იყოთ, გაიხედეთ გარეთ და წარმოიდგინეთ, რომ ახლა დგას 2002 წლის 25 ოქტომბერი, ან 2003 წლის 25 ოქტომბერი და წარმოიდგინეთ, რა ხდება გარეთ,. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც გაიზარდა აბსოლუტურ უკუნეთში და ეს არ იყო მარტო ელექტროენერგიის უქონლობა, ეს იყო სიბნელე, შიმშილი, კრიმინალური ავტორიტეტები, ეს იყო მარაზმი. ყოველგვარი ბელადომანიისგან შორს ვარ და ამ თემაზე ცხოვრებაში პირველად ვლაპარაკობ. ჩვენ ყველა ვამბობთ, რომ იყო შეცდომები, მაგრამ შეხედეთ თქვენს ქალაქებს თქვენივე თვალით. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ვუყურებთ… მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს”, – განაცხადა მაია ასათიანმა ნახეთ ვიდეო.
“ამბები”ჯი”