თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„არჩევნებიც და საზოგადოების განწყობების კვლევაც უკვე შემდგარია და უმძიმესი შედეგით დასრულდა.
თქვენი არ ვიცი და მე თავზარდაცემული ვარ. 100 ათასზე მეტი ადამიანი სრულიად ღიად აქაურობიდან გაქცევას ცდილობს. უკვე რამდენია წასული კი ვიცით. უპერსპექტივობით, სასოწარკვეთით და უიმედობით სავსე ქვეყანა ვართ. ამაზე უარესი რა უნდა დაგვემართოს”, – წერს ხიდაშელი ფეისბუქზე, რითაც “მწვანე ბარათის” გათამაშებას ეხმაურება.