30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 5 თვითმმართველი ქალაქის გარდა, მეორე ტური ასევე ჩატარდება 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში. ჯამში, საქართველოს მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
საარჩევნო ბიულეტენები სამ სტამბაში დაიბეჭდა. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმის მიცემას ახალი დიზაინის კაბინაში შეძლებს. კვლავ დაცული იქნება ხმის ფარულობა.
5 თვითმმართველ ქალაქში არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები:
მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები 15 თვითმმართველ თემში:
მაჟორიტარული სისტემით გასამართ მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები 24 საარჩევნო ოლქში:
“იმედინიუსი”