ალექსანდრ კოვალჩუკი – გვინდა, რომ სააკაშვილი უკრაინაში დავაბრუნოთ

რადას წევრმა, ალექსანდრ კოვალჩუკმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე განცხადა, რომ უკრაინელ დეპუტატებს სურთ, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, ქვეყანაში დააბრუნონ. დეპუტატის თქმით, ეს პოზიცია აქვს უკრაინის ხელისუფლებას, ოპოზიციასა და პრეზიდენტს.

– “ჩვენ ჩვენს მოქალაქეს მსოფლიოს არცერთ წერტილში არ ვტოვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი უკრაინაში დავაბრუნოთ. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის, ის უკრაინის მოქალაქეა და გვინდა, რომ დავაბრუნოთ. ძალიან გვაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ 30 დღე უკვე ძალიან დიდი დროა შიმშილობისთვის და შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობის აღმოჩენა აუცილებელია.

კოვალჩუკი აღნიშნავს, რომ 3 დღის მანძილზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ სააკაშვილის მონახულების საშუალება მისცემოდათ.

– “მისი მონახულება რომ შეგვძლებოდა, მოლაპარაკებებს 3 დღის განმავლობაში ვაწარმოებდით ყველა დონეზე, როგორც საქართველოში, ასევე, უკრაინაში. გვინდა ვნახოთ, რამდენად კრიტიკულია მდგომარეობა. მთავარი კი ისაა, რომ მას გადავცეთ დიდი პოზიტიური ენერგია და ვუთხრათ, რომ ბევრი უკრაინელი ღელავს მის ჯანმრთელობაზე და ელოდება მის დაბრუნებას” – ამბობს ის.

ექსპრეზიდენტმა დღეს, 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ კონსილიუმთან თანამშრომლობასა და ანალიზების გაკეთებაზე უარს ამბობს, ასევე, აღარ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებენ მკურნალობაზე.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტობერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. ის 29 დღეა შიმშილობს.

წყარო: itv.ge