ენმ-ის ზონდერები, კრებითი შაშკინები ცდილობენ, რომ გარკვეულ უბნებზე არეულობა ხელოვნურად შექმნან

“ქართული ოცნების” წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები რუსთავში სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ.

იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ამომრჩევლის თითოეულ ხმას მაქსიმალურად გაუფრთხილდება.

“ნაციონალური მოძრაობის” ზონდერები, კრებითი შაშკინები სამ ტელეკომპანიასთან ერთად ცდილობენ, რომ გარკვეულ უბნებზე არეულობა ხელოვნურად შექმნან. ჩვენ ყველა დარღვევას ვაფიქსირებთ, ვწერთ საჩივრებს. ჩვენ დავიცავთ და გავუფრთხილდებით თითოეული რუსთაველის არჩევანს,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

“რუსთავი2”