“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის „შიმშილობის იმიტირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით“ 30 ოქტომბრამდე „პატარა შოუ“ იქნება, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგიდან გაქრება.
როგორც კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 30 ოქტომბრის შემდეგ კითხვებს პასუხები აღარ გაეცემა.
– “რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და შიმშილობის იმიტირებულ ქრონიკას, ამასთან დაკავშირებით უკვე მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით პატარა შოუ გვექნება. მაგრამ, გარწმუნებთ, როგორც კი არჩევნები დამთავრდება, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არცერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე 30 ოქტომბრიდან ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება” – განაცხადა კობახიძემ.
წყარო: newposts.ge