„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
იგი ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად იმყოფებოდა.
„მე ხმა მივეცი განვითარებას. იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე – კახახ კალაძე, 41, იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც გვაქვს დაწყებული 2017 წლიდან, დედაქალაქში გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ განვითარებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები ყველა მიმართულებით. რეფორმები, სიახლეები – ეს ყველაფერი აუცილებლად გაგრძელდება.
მინდა მოვუწოდო დედაქალაის მოსახლეობას, იაქტიურეთ, მეგობრებო! თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თბილისის განვითარება შეუქცევადი პროცესი გახდეს და ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ იმ კარგი საქმეების გაკეთება, ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ამ ქალაქისთვის, – განუცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ.
“იმედინიუსი”