ფოთში “პირველების” ჟურნალისტი სოფო ნიაური “ქართული ოცნების” კოორდინატორმა სცემა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, რომლებიც დაზარალებულ ჟურნალისტს ჰკითხავენ.
არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შემსწრე კრიმინალური პოლიციაც გახდა, თუმცა მას მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია.
ტვ პირველი