ქუთაისში, გამარჯვების ქუჩაზე ავტომობილს გაქურდვის მიზნით, მინები ჩაუმსხვრიეს
დაზარალებული ირაკლი მაღლაფერიძე ამბობს, რომ შესაძლოა მანქანაში თანხასაც კი ეძებდნენ.
– “ჩვენს უბანში და საერთოდ მთლიანად ქუთაისში, კრიმინალი ძალიან მომატებულია, რამდენიმე კვირის წინ სხვვებსაც იგივე პრობლემა ჰქონდათ, დღეს კი ალბათ უკვე ჩემი რიგი იყო” – აცხადებს დაზარალებული მძღოლი.
მისი თქმით, ადრე აღმაშენებლის ქუჩაზე მსგავსი ფაქტების დაფიქსირების დროს, დაზარალებულებმა პოლიციას მიმართეს, თუმცა მათ არც ერთის საქმე ვერ ან არ გამოუძიებიათ.
ირაკლი მაღლაფერიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის აღარ მიუმართავს, რადგან გამოძიების იმედი უკვე აღარც კი აქვს.
წყარო: itv.ge