“შემომივარდა ემა გოგოხია, გადამიტრიალა ხელი და მომტეხა” -გვიან ღამით, ტელეკომპანია „მთავარის“ გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი მოქალაქის საკუთრებაში შეიჭრა

გვიან ღამით, ტელეკომპანია „მთავარის“ გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი მოქალაქის საკუთრებაში შეიჭრა.

მოქალაქე აცხადებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

„შემოვარდნენ კამერებით, ეძებდნენ რაღაცას. ემა გოგოხია და თავისი ჯგუფი იყვნენ. ვეუბნებოდი, არ გადამიღოთ-მეთქი, გადამიბრუნა ხელი – ექიმმა მითხრა მოტეხილიაო“, – აცხადებს სენაკის მკვიდრი ნანა ლიპარტია.