ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა

ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებისთვისაც სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნაა რეკომენდებული – არგენტინა, კოლუმბია, ნამიბია და პერუ დაემატა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია ასეთია: არგენტინა, კოლუმბია, პერუ, ნამიბია, ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, ჩილე, იორდანია, ქუვეითი, ახალი ზელანდია, ყატარი, რუანდა, საუდის არაბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ურუგვაი და ჩინეთი.

შეგახსენებთ, ევროკავშირი სამოგზაუროდ უსაფრთხო ქვეყნების სიას ორ კვირაში ერთხელ ანახლებს.

 

“ალია”