“მანქანა რომ ავუფეთქო, რას ფიქრობთ? ახლა მომივიდა მხარდაჭერის წერილი ქალბატონი პრეზიდენტისგან” – კაკაბაძე

მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში ჟორდანიას ინსტიტუტის ნგრევას აპროტესტებს და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად შენობის დემონტაჟი მაინც გრძელდება. კაკაბაძე სამშენებლო ტექნიკის აფეთქებით იმუქრება.

“ჩეტო აგრძელებს ჟორდანიას ინსტიტუტს ნგრევას, მაშინ როდესაც გასული წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ხელში გვიჭირავს.  ეხლა ასეთი შეკითხვა მაქვს.  პოლიციას დავუძახებთ – კი ბატონო.  ზედამხედველობის სამსახურსაც. და ის მგრეველი მანქანა რომ ავუფეთქო მე – ადამიანებს არ მოვკლავთ გავაფრთხლებთ მუშებს და გავიყვანთ იქიდან და ჩვენ თვითონ აღვასრულებს უზენაესის გადაწყვეტილებას. – პირადად ციხეში წასვლა არ მიჭირს.  მაგრამ მეცოდინება რომ სწორ საქმეზე ვზივარ.  რას ფიქრობთ?
ახლა მომივიდა მხარდაჭერის წერილი ქალბატონი პრეზიდენტისგან.  ბრავო ჩვენს პრეზიდენტს!  აი, ნიკო ნიკოლაძის ნამდვილი შთამომავალი ვინ არის.  დიიდ მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს.  იმედია ქალაქის მერიაც მიბაძავს.”