მუშაობა იმ ხარვეზების გამოსწორებაზე უნდა დავიწყოთ, რაც ადგილობრივმა არჩევნებმა გამოაჩინა

იოსელიანი: თუ პირველი ტურის შედეგები ლეგიტიმური იყო, როგორ შეიძლება მეორე ტურის შედეგები იყოს არალეგიტიმური?!

თუკი არჩევნების პირველი ტურის შედეგები ლეგიტიმური იყო, როგორ შეიძლება არჩევნების მეორე ტურის შედეგები იყოს არალეგიტიმური?! – არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის ამდაგვარად დაყენება ლოგიკურად არ მიმაჩნია! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, თუკი არჩევნების პირველი ტურიც არალეგიტიმურად მიიჩნევა, მაშინ ოპოზიციის მხრიდან არჩეული დეპუტატები საკრებულოებში არ უნდა შევიდნენ.

ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგად ცდომილება მაღალი არ იქნება.

“მუშაობა იმ ხარვეზების გამოსწორებაზე უნდა დავიწყოთ, რაც ადგილობრივმა არჩევნებმა გამოაჩინა. ხომ ყველას მოგეწონათ, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები კრწანისის ოლქში, როცა შედეგები საათნახევარში ყველამ ვიცოდით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს 2024 წელს ელექტრონული არჩევნები მთელს საქართველოში ჩავატაროთ. საარჩევნო რეფორმა აქეთკენ უნდა წავიდეს” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

წყარო: newposts.ge