“ოცნება“ არის ხელისუფლება ისტორიული მიღწევის გარეშე და ეჭვი მაქვს, ისე წავლენ, რომ არც ექნებათ” – მეტრეველი

ახლა კი, გრძელი პოსტი ხელისუფლებაზე. (გუშინ ნაცები გავაბრაზე, ახლა ქოცების ჯერია. )

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, კახა კალაძე ერთადერთი მერია, რომელიც ძირითადად იმას აკეთებს (ხაზსს ვუსვამ სიტყვას „ძირითადად“), რასაც წლების განმავლობაში ამ ქალაქში ურბანისტები ითხოვდნენ ანუ ის ერთადერთი მერია, როემლმაც უბრალოდ ურბანსიტებს მოუსმინა (ყველაფერს შეიძლება ისე არ აკეთებს, როგორც ისინი ითხოვდნენ, მაგრამ, სხვები საერთოდ არ უსმენდნენ) და ამით სხვა მერებს ჯობია, მიუხედავად ამისა ხმა მაინც არ მივეცი.

რატომ? იმიტომ რომ ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო. ქართული ოცნება“ კი ძალიან ცუდი ხელისუფლებაა. ის არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც ისტორიის გადმოსახედიდან ღირებული არაფერი გაუკეთებია. ყველა ხელისუფლება (მიხედავად მათი შეცდომებისა, თუ დანაშაულებისა) რაღაც მნიშვნელოვანით შევა ისტროიაში:

გამსახურდია დამოუკიდებლობის გამოცხადებით, შევარდნაძე ქვეყნის საერთასორისო მხარდაჭერის გაზრდით, ქვეყნის რუსული ორბიტიდან გამოსვლის დასავლურ ორბტაზე გადანაცვლების დაწყებით (ამას კი მიშა იბრალებს, მაგრამ ისტორიას ვერ გადაწერ: ნავთობსადენის პროექტში ჩართვა, ნატოს კარზე დაკაკუნება, ქვეყნიდან რუსული ბაზების გაყვანაზე სბაოლოო შეთანხმება და ა. შ. სხვა რამეზე მეტყველებს. შედეგად რუსეთისგან ორი ტერაქტიც მიიღო), სააკაშვილი კი, მისი უმთავრესი მიღწევით – ტოტალური კორუფციის დაამრცხებით (რაც ვერცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დღემდე ვერ შეძლეს, ბალტიისპირეთის გარდა) და ამას მოყოლილი სახელმწიფო მმართველობის და ზოგადად ქვეყნის მოდერნიზებით. (ვიცი ნაცები მკითხავთ, ამ ისტორიულ მიღწევას თუ ხედავ, რაღატომ არ მოგწონსო და აქვე გიპასხებთ: ვერცერთი მიღწევა დანაშაულებს ვერ გადაფარავს. სხავდასხვა კატეგორიაა.)

ჰოდა, „ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელთან დაკავშირებითაც ვერ გაიიხსნებ, ვერცერთ მიღწევას, რომელსაც შეიძლება ისტორიის გადმოსახედიდან ღირებული იყოს ანუ ისტორიის სახელმძღვანელოში ჩაწერას იმსახურებდეს. როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ მათ წინაშე ერთი მთავარი ისტორიული ამოცანა იდგა: ავტორიტარული ქვეყნიდან დემოკრატიული ქვეყანა შეექმნათ, ჰიბრიდული რეჟიმების ჩამონათვალიდან, თუნდაც სუსტ დემკრატიებში გადავსულიყავით, მაგრამ ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანზიაცია, რომელიც ასეთ რეიტინგებს ადგენს, ჩვენ ისევ ჰიბრიდულ რეჟიმებში გვაქცევს. მათ ამ გზაზე ქვეყნის წინ წასაწევად სასამრთლოს რელაური რეფორმის გაკეთება ჭირდებოდათ და ამის არც ნებაა და არც სურვილი არ აღმოაჩნდათ. პროკურატურის, პოლიციის და სპეცსამსახურების დეპოლიტიზება ჭირდებოდათ და ესეც ვერ და არ გააკეთეს და ა.შ. (აღარ ჩამოვთვლი ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, პოსტი ძალიან დაგრძელდება. უჩემოდაც იცით)

მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი ისტორიული მიზანიც კი ვერ დაინახეს. 9 წლის თავზე მათ მთავარ მიღწევად კვლავ რჩება სააკაშვილის დამარცხება და მათი ხელისუფლებაში ყოფნის მთაავრი ამოცანა ისევ მიშას არმოშვებაა. ამას თავადვე აღიარებენ, როდესაც 9 წლის მერეც არჩევნებზე ამომრჩეველს ისევ მიშას და ნაცების დამარცხებას პირდებიან. „დავამთავროთ ნაცები“ ესაა მათი მთავრი დაპირება და თან დამთავრების მაგივრად ნაცები არჩევნებიდან არჩევნებამდე ძლიერდებიან.

მოკლედ, „ოცნება“ არის ხელისუფლება ისტორიული მიღწევის გარეშე და ეჭვი მაქვს, ისე წავლენ, რომ არც ექნებათ.”