საზოგადოება ძალიან დაიღალა ოპოზიციის ესეთი სიჯიუტით და გამოხტომებით – მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი: უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ საზოგადოება ძალიან დაიღალა ოპოზიციის ესეთი სიჯიუტით და გამოხტომებით.

ოპოზიციის გეგმებს, რომლის თანახმადაც, ისინი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ, მმართველ გუნდში აფასებენ. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ოპოზიციის წევრები ქვეყანაში დესტრუქციის შეტანას ცდილობენ და საზოგადოება ამგვარი ქმედებებით უკვე დაიღალა.

“მე მგონი, უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ საზოგადოება ძალიან დაიღალა ოპოზიციის ესეთი სიჯიუტით და გამოხტომებით, რომ რამდენჯერაც წააგებს არჩევნებს, რამდენჯერაც საერთაშორისო პარტნიორები იტყვიან, რომ ლეგიტიმურია ეს არჩევნები და საზოგადოებაც ლეგიტიმაციას მისცემს არჩევნებს და წააგებენ, ამის მერე გამოდიან ქუჩაში და გაბუტულები დარბიან და აწყობენ დესტრუქციას და ა.შ.

მობეზრდა საზოგადოებას ეს ყველაფერი, მე მგონი არავის არ სცალია იმისთვის, რომ არჩევნები რომ ჩატარდა და ლეგიტიმაცია ჯერ საზოგადოებამ მისცა და შემდგომ მათ შორის ეუთო/ოდირმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, ამის შემდგომ კიდევ რამდენიმე ადამიანის ქუჩაში სირბილზედახარჯოს რესურსი სახელმწიფომ. ამიტომ, ვფიქრობ, ამას არ აქვს არანაირი შედეგი” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

წყარო: ptn.ge