სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა ვაქცინაციიდან ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებიდან 6 თვის შემდეგ უნდა მიიღონ – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა რუსეთში მელიტა ვუინოვიჩმა განაცხადა.
“ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა რეკომენდებულია 6 თვეში, დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის“ – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
წყარო: itv.ge