“სანამ „ნაცმოძრაობა“ იბოგინებს, საქართველოს მშვიდობა არ ეღირსება” – გია კრიალაშვილის და

თუ კიდევ ვერ დაასრულა ხელისუფლებამ „ნაცები“, მაშინ ალბათ, ხალხი სხვანაირად იმოქმედებს, სხვა გზას დაადგება – აღშფოთებული ვარ, რომ კვლავ აგრძელებს დესტრუქციული ძალა აქციებს“, – ამის შესახებ „მუხროვანის ამბოხის“ შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირაში” განაცხადა.

როგორც კრიალაშვილი აღნიშნავს, აქციების დროს, თუ რაღაც დესტაბილიზაციას ააგორებენ, მაშინვე უნდა იყოს აღკვეთილი მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ამასთან, არ გამორიცხავს რომ კონტრაქციაც გაიმართოს.

„ძალიან აღშფოთებული ვარ, რომ კვლავ აგრძელებს დესტრუქიცული ძალა აქციებს და თავისი ნაბოდვარის ხალხზე თავზე მოხვევა უნდათ. ვფიქრობ, მათ არ გააჩნიათ ნამუსი, შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი თავის დორბლიან ბელადთან ერთად. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები. ხალხმა დავანახეთ, რომ აღარ გვინდა ეს სისხლისმსმელები ხელისუფლებაში იყვნენ. გვინდა პოლიტიკური ველიდან გაქრნენ. ეს მათ არ ესმით, ნამუსი არ გააჩნიათ და სინდისი. ხალხმა ჩვენი საქმე გავაკეთეთ, საბოლოოდ ვუთხარით უარი „ნაცმოძრაობას“ ახლა ხელისუფლებაზეა ჯერი. ჩემი აზრით, აქციების დროს, თუ რაღაც დესტაბილიზაციას ააგორებენ, მაშინვე უნდა იყოს აღკვეთილი მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. თუ არ დაისაჯნენ სათანადოდ და მათთან კოჰაბიტაცია გაგრძელდა, საქართველო არასდროს დაწყნარდება. ამ ბრძოლის რეჟიმში ვიქნებით. ხალხი დაიღალა, აღარ უნდა დაძაბული ცხოვრება, მშვიდობა ხომ უნდა გვეღირსოს? სანამ „ნაცმოძრაობა“ იბოგინებს, საქართველოს მშვიდობა ალბათ არ ეღირსება. მგონი ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს და პასუხს მოსთხოვს, მათი გზა რუსთავში უნდა მიდიოდეს, სადაც მათი ბელადი ზის“, – აღნიშნავს ლია კრიალაშვილი.

როგორც ლია კრიალაშვილი განმარტავს, „თუ კიდევ ვერ დაასრულა ხელისუფლებამ „ნაცები“, მაშინ ალბათ, ხალხი სხვანაირად იმოქმედებს, სხვა გზას დაადგება“ .

„ვფიქრობ, უნდა დასრულდნენ. როდემდე შეიძლება ვუყუროთ უგულავას, ბოკერიას, უტიფარ ბარამიძეს?! როდემდე შეიძლება ამათი ცქერა?!“ – აღნიშნავს კრიალაშვილი.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს.

„უნდა დაასრულოს ხელისუფლებამ, მერამდენედ ენდო ხელისუფლებას ქართველი ხალხი. ეს ნდობა უნდა გაამართლონ. მე დიდი იმედი მაქვს პრემიერის. არ ვმალავ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პრემიერის გამო მივეცი ხმას „ქართულ ოცნებას“. პრემიერს ყოველთვის გვერდით დავუდგები, მართლა ვაჟკაცი და ქართველი ადამიანია, რომელიც საქართველოზე იზრუნებს და ხალხს მიხედავს“,- აღნიშნავს კრიალაშვილი.

მას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კი არ უნდა იშიმშილოს, ცოდვები უნდა მოინანიოს“.

„33 დღე ეს მსუნაგი ვერ იშიმშილებს. თაფლიან წყალს თუ იღებს და ვიტამინებს, შიმშილი არ ჰქვია. შიმშილი სხვა რაღაც არის. კი არ უნდა იშიმშილოს, ცოდვები უნდა მოინანიოს, რაც ჩაიდინა“,- აღნიშნავს კრიალაშვილი.