2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან რეგიონებში გაზის ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება.
შპს „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მეტრ კუბი ბუნებრივი აირის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით.
გარდა ამისა, „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1 მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება და ტარიფი 1.15 ლარი გახდება.
გაზის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.
ტარიფის ცვლილება, ჯერ-ჯერობით არ შეეხებათ ფიზიკურ პირებს.
წყარო: ptn.ge