„დღეს ტაქსით მომიწია მგზავრობა, მძღოლი აღმოჩნდა ყოფილი პოლიციელი

მსახიობი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს ტაქსით მომიწია კომერსანტი • Commersant-ში მოსვლა. მძღოლი აღმოჩნდა ყოფილი პოლიციელი. თან კარგი თანამდებობის მქონე – ჩინიანი.საშინელება მითხრა – დღე არ გავა, რომ პოლიციიდან 10-15 ადამიანი არ წავიდეს, თან მაიორები, პოლკოვნიკებიო. მიზეზმა შემზარა – კრიმინალთან ბრძოლა გვაქვს აკრძალულიო. ვერ ვიჭერთ ხალხს, რომელიც თავზე გვაზის, რადგან ამისი უფლება წაგვერთვაო. ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ახლა ასეა საჭიროო, გავგიჟდი“.