ნიუ-იორკს უკვე მეორედ აფროამერიკელი მერი ეყოლება

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ყოფილმა პოლიციელმა ერიკ ადამსმა ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შესახებ NPR წერს.

ნიუ-იორკის მერი მეორედაა აფროამერიკელი. 61 წლის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ძირითადი თემა იყო საზოგადოების უსაფრთხოება, ნიუ-იორკის პოლიციის ბიუჯეტის შემცირება და სამუშაო ადგილების სამოქალაქო პირებისთვის გადაცემა.

„ჩემი საარჩევნო კამპანია წარმატებული იყო. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ამისრულდა ოცნება და ნიუ-იორკის მერი გავხდები. ესაა ქალაქი, რომელიც ძალიან მიყვარს“, – დაწერა ადამსმა Twitter-ზე.

მისი კონკურენტი, რესპუბლიკური პარტიიდან კერტის სილვა იყო, ორგანიზაცია Guardian Angels-ის დამფუძნებელი. ეს ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივისტებისგან შედგება და კრიმინალურ ჯგუფებს ებრძვის.

 

“იმედინიუსი’