დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე, ისევ პარიმარი სააკაშვილის შიმშილობის თემაზე …

იმ პირობების შექმნა, რომელიც უნდა ჰქონდეს ნორმალურ სახელმწიფოში პატიმარს, იქნება უზრუნველყოფილი იმის მიუხედავად, იშიმშილებს თუ არა ელენე ხოშტარია.

არალეგიტიმურ მოთხოვნას უწოდებენ ელენე ხოშტარიას მიერ გაჟღერებულ შიმშილობის მიზეზს მმართველ გუნდში. “ქართულ ოცნებაში”ასევე აღნიშნავენ, რომ ხოშტარიას გადაწყვეტილება მიმართულია საერთაშორისო პარტნიორების არასწორი ინფორმირებისთვის.

“სააკაშვილს მომსახურება, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე იმ პირობების შექმნა, რომელიც უნდა ჰქონდეს ნორმალურ სახელმწიფოში პატიმარს, რასაკვირველია იქნება უზრუნველყოფილი იმის მიუხედავად, იშიმშილებს თუ არა ელენე ხოშტარია. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის პრობლემა აქ ნაკლებად არის, აქ არის რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ სახელმწიფოს, მსოფლიოს გააგონონ იმის თაობაზე, რომ აქ პარლამენტში შიმშილობა მიმდინარეობს” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

მმართველი გუნდის განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენელს არ აქვს ინფორმაცია შეუძლია თუ არა პენიტენციურ დაწესებულებას შესაბამისი მკურნალობის გაწევა

– “ეჭვს იწვევს საფუძვლიანობა ასეთი მოთხოვნის იმიტომ, რომ მაშინ ალბათ უნდა გასცეს პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, რატომ არის ეს აუცილებელი და გარდაუვალი და რატომ არ შეიძლება იგივე სერვისის მიწოდება პატიმრისთვის სხვა დაწესებულების მიერ, როდესაც მას არ აქვს რასაკვირველია შესწავლილი საკითხი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია თუ არა საჭირო სერვისის მიწოდება პენიტენციური სამსახურის მიერვე საკუთარი შესაძლებლობებით. ასეთ ფონზე ასეთი მოთხოვნების წამოყენება ვფიქრობ, რომ უმართებულოა” – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

წყარო: ptn.ge