უნდა იყოს თუ არა აუცრელი ადამიანებისთვის მკურნალობა ფასიანი – ჯანდაცვის სამინისტრო პრეზიდენტს არ ეთანხმება. საკოორდინაციო სბაჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ჟურნალისტებმა პრეზიდენტის ინციიატივის შესახებ კითხეს, რომელიც აუცრელი ადამიანებისთვის ფასიან მკურნალობას გულისხმობს. თამარ გაბუნია სავალდებულო ვაქცინაციას არ ეთანხმება და პაციენტის უფლებებზე საუბრობს. მინისტრის მოადგილის თქმით, ერთადერთი გამართლებული მექანიზმი “მწვანე პასპორტების” შემოღება და საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთების საშუალებაა.
ერთადერთი მექანიზმი, რომელიც არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებებთან, კანონთან “პაციენტის უფლებების” შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, რომ ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას ნებისმიერ სამედიცინო ინტერვენციაზე ეს არის მწვანე პასპორტი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ არჩევანს, ვაქცინაციას ან ალტერნატივას”, – თქვა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ სავალდებულო ვაქცინაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცრელი პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების მიღება ფასიანი უნდა იყოს. პრეზიდენტის ინციიატივას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შორის კრიტიკული რეაქცია მოჰყვა.
“ალია”