კიევის ბოქსიორმა მერმა კლიჩკომ თავისი ქალაქი “ლოკდაუნში” ჩააგდო. ხალხი პროტესტით გამოვიდა ქუჩაში

უკრაინის სოროსულ-გლობალისტური ხელისუფლება აგრძელებს უკრაინის მოსახლეობაზე ექსპერიმენტებს. ვაქცინაციის იძულების მიზნით, ხელისუფლებამ დრაკონული შეზღუდვები შემოიღო აუცრელთა მიმართ. პირველ რიგში, ბრძოლის არენად კიევი იქცა. ქალაქის მერმა, ყოფილმა ბოქსიორმა ვიტალი კლიჩკომ მინიმუმ (!) ერთთვიანი “ლოკდაუნი” დაუწესა აუცრელ მოქალაქეებს, რომლებიც კიევის მთლიანი მოსახლეობის 75%-ს (!) შეადგენენ.

კერძოდ, ვაქცინაციის “პასპორტის” ან ცინცხალი პისიარ-ცნობის გარეშე, მოქალაქეებს ტრანსპორტით მგზავრობა აეკრძალათ. ლაპარაკი ზედმეტია კაფეებში, სასტუმროებში, ფიტნეს-ცენტრებში და მსგავს დაწესებულებებში მათ შეშვებაზე. დაშვებულია მხოლოდ ვაქცინირებული, ძვირადღირებული პისიარ-ტესტით აღჭურვილი ან კოვიდ-გადატანილი მოქალაქეების შეშვება. ჯანმრთელი უმრავლესობა  დისკრიმინირებულია.

ტრანსპორტის აკრძალვამ არავაქცინირებულებისთვის კიევში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. ყველა ცდილობს, საკუთარი ავტომანქანით იმოძრაოს, რამაც უზარმაზარი საცობები შექმნა. მეტრო და საქალაქო ტრანსპორტი კი პრაქტიკულად, ცარიელია.

ამ მავნებლური სიგიჟის წინააღმდეგ ხალხი ცდილობს, ხმა აიმაღლოს. კიევში აქცია გაიმართა, რომელიც მიმართულია ფაქტობრივად იძულებითი ვაქცინაციის წინააღმდეგ. გთავაზობთ ამ აქციის ამსახველ ერთ-ერთ ვიდეოს: