ქ.ონთან 3.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა თბილისის დროით 13:50 საათზე დაფიქსირდა.