სოციალურ ქსელში, ჯგუფში ” თბილისური ამარკორდი” ვრცელდება რეზო თაბუკაშვილის და მედეა ჯაფარიძის სიცოცხლის ბოლო პერიოდის ამსახველი ერთი-ერთი ეპიზოდი, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
სიცოცხლის ბოლო პერიოდში, მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილი ე.წ. “ლეჩკომბინატის” საავადმყოფოში მკურნალობდა.
მის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მედეაც იმავე საავადმყოფოში იმყოფებოდა, ოღონდ რეზოსგან მოშორებით, სხვა პალატაში.
გვერდითა პალატიდან მედეამ რეზოს წერილი მისწერა: “რეზიკო, მომწერე რამე, თორე ვიტირებ და გავიქცევი სახლში”; რეზომ კი უპასუხა: “ჩემო პაკიპუკ (ასე მიმართავდა მოფერებით), რამ ან ვინ შეიძლება დაგვაშოროს ჩვენ?! გკოცნი ჩემო ერთადერთო, ლამაზო, ჩემო უსაყვარლესო…”
მედეა ჯაფარიძე რეზოს გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა, 1994 წლის 31 მარტს.
ორივე მათგანი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ნიკოლოზ წულუკიძე