სახალხო არტისტები და სახალხო მხატვრები, ყოველთვიურად 600 ლარს მიიღებენ

სახალხო არტისტები და სახალხო მხატვრები ყოველთვიურად 400 ლარის ნაცვლად, 600-ლარია.

სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები პირველი ნოემბრიდან 600-ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ. ბოლო 10 წელი მათი სტიპენდია 400 ლარი იყო.

2011 წლის შემდეგ, ოლიმპიური ჩემპიონები და საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულები ყოველთვიურად 1 000-ლარიან სტიპენდიას იღებდნენ, 2021 წლის 2 ნოემბრის დადგენილებით კი, ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების, ასევე, საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორების ყოველთვიური სტიპენდია ასეთი იქნება:

– ვერცხლის მედლის მფლობელებს − 800 (რვაასი) ლარი.
– ბრინჯაოს მედლის მფლობელებს − 500 (ხუთასი) ლარი.

გარდა ამისა, საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებული, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის სახით 2 000 ლარს მიიღებს, ხოლო ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ყოველთვიურად 800-ლარიანი სტიპენდია დაენიშნება.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი დადგენილება უკვე ამოქმედდა.

წყარო: newposts.ge