„დემოკრატიის სამიტზე მიწვეულ სახელმწიფოთა შორის საქართველო, როგორც ღირსეული პარტნიორი, კვლავ საპატიო სტუმრების სიაშია, – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელმაც საქართველო „დემოკრატიის სამიტზე“ მიიწვია.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 9-10 დეკემბერს მსოფლიოში დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევების ირგვლივ სამიტს მართავს. აღნიშნულ სამიტზე მიწვეულ სახელმწიფოთა შორის საქართველო, როგორც ღირსეული პარტნიორი, კვლავ საპატიო სტუმრების სიაშია. სამიტში მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც მიიღებენ. წარმატებები ჩვენს ქვეყანას!“ – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
დემოკრატიის სამიტზე, რომელსაც ჯო ბაიდენი გამართავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არის მიწვეული.
“იმედინიუსი’