გირჩის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
„გირჩი-მეტი თავისუფლებას“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
კერძოდ, მათ სუს-თან მაგიდა მიიტანეს და საჯაროდ დაიწყეს საუბარი რევოლუციასა და მის ერთგვარ განმარტებაზე, თუ რას გულისხმობს სიტყვა რევოლუცია.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ცოტნე კობერიძის განცხადებით, რევოლუციამ ბევრ ქვეყანას წარმატება მოუტანა და იგი არ გულისხმობს, ძალადობრივ აქტს.
მისივე თქმით, არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ეძებენ გამოსავალს და მათ შორის გამოსავალი შესაძლოა სწორედ რევოლუციაში იყოს.
– “დანაშაული არის ამ ქვეყანაში „ფეისბუქზე“ დაპოსტო რევოლუციაზე და ისაუბრო. გადავწყვიტეთ, რომ ვინც ეს აგვიკრძალა, მათ წინ დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. რევოლუცია არის ერთ-ერთი ბერკეტი, როგორ შეიძლება ადამიანმა შენი უფლებები მოიპოვო, რაც ბუნებით გაგაჩნია. თუ ამერიკის დამფუძნებელი მამები საუბრობდნენ რევოლუციაზე და ეს ნორმალური იყო, ლილუაშვილს რატომ ჰგონია, რომ რევოლუციაზე საუბარი არის პრობლემა, არ ვიცი. არ მგონია, ლილუაშვილზე ნაკლებად ესმოდეს დემოკრატიის და ინსტიტუტების ფასი ამერიკის რომელიმე დამფუძნებელს და ჯეფერსონზე მეტად ამ ინსტიტუტმა რამე უნდა იცოდეს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის შესახებ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რევოლუციაზე ვისაუბროთ. რევოლუციამ ბევრ ქვეყანას წარმატება მოუტანა, ბევრ ქვეყანას წარუმატებლობაც, მთავარია ამ მექანიზმს როგორ გამოიყენებ. ახლა არის რთული პოლიტიკური სიტუაცია, ვეძებთ გამოსავალს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ბევრი ადამიანის აზრით გამოსავალი შეიძლება იყოს მათ შორის რევოლუციაში, რევოლუცია არ გულისხმობს, რომ თავისთავად ძალადობრივი აქტი განახორციელო ვინმეს წინააღმდეგ და ვიღაცის უფლებები დაარღვიო“ – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
წყარო: ptn.ge