“14 ტყვია ესროლა” – პოლიციელი დავით მესხი პოლიციელ პაპუნა ლოლუას მკვლელობისთვის დააკავეს

პოლიციელის  განზრახ მკვლელობის  ბრალდებით დაკვებული სამართალდამცავი 32 წლის დავით მესხია. ის წინასწარი დაკავების იზოლატოში გამომძიებლებს და ბრალის წარდგენას ელოდება.

მოკლული, პაპუნა ლოლუა საკუთარ სახლში უკვე გადაასცენეს.

ლოლუა და მესხი სოფელ ჭალადიდში მეზობლად ცხოვრობდნენ და ხობის პოლიციაში ერთად მუშაობდნენ.

მესხის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ მამაკაცი ალკოჰოლს იღებდა. ლოლუას ბიძაშვილმა კი “ტვ პირველს”უთხრა, რომ ბრალდებული პოლიციიდან “პათოლოგიური სიმთვრალის გამო” არაერთხელ გაათავისუფლეს.

“ვინც დააბრუნა სამსახურში, ის არის დასაჭერი და მოსახსნელი. მოხსნილი იყო 4-ჯერ სამსახურიდან მკვლელი. მოფიქრებული მკვლელობაა..” – ამბობენ  მოკლული პაპუნა ლოლუას ახლობლები.

“არ იყო კონფლიქტური პაპუნა. მშვიდი, ძალიან გაწონასწორებული იყო…ავტომატურზე იყო და ეტყობა ვერ დაიჭირა და შეიძლება მთლად ასე არ უნდოდა, ან შესაშინებლად უნდოდა “,- ამბობს პაპუნა ლოლუას ახლობელი.

მკვლელობა ხობის პოლიციის განყოფილებაში გუშინ მოხდა. პოლიციელმა პოლიციელი სამორიგეო ოთახში 14 ტყვიით ჩაცხრილა.