ზალკალიანი: ექსტრადირებასთან დაკავშირებით შეტყობინება არანაირი ოფიციალური არხებით არ მიგვიღია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ საქართველოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით ოფიციალური არხებით შეტყობინება არ მიუღია.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარესთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ ყოფილა.
– “არ მიგვიღია მსგავსი შეტყობინება, არანაირი ოფიციალური არხებით ექსტრადირებასთან დაკავშირებით. ეს სამართლებრივად ნონსენსია, გამომდინარე იქიდან, რომ ექსტრადირება ხდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პირს ჩადენილი აქვს შესაბამისი დანაშაული იმ ქვეყანაში. მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. მე ვარ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი მსგავსი სახის კომუნიკაცია ჩვენ შორის არ ყოფილა. უკრაინის ომბუდსმენს ჰქონდა შეხვედრა ჩვენს ელჩთან და მას განემარტა, რომ სააკაშვილს ყველა პირობა აქვს შექმნილი პენიტენციურ სიტემაში, მიიღოს შესაბამისი მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტებით. ბოლოს გლაზგოში შევხდი ჩემს უკრაინელ კოლეგას, ასევე კომუნიკაცია იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და ასეთი სახის თემებზე საუბარი არ ყოფილა“ – განაცხადა მინისტრმა.
წყარო: ptn.ge