“მოგესალმება 90 წლის ქალბატონი, შენი მასწავლებელი და დამრიგებელი. წარმოუდგენელია ჩემი განცდები შენი პატიმრობისა და შიმშილობის გამო. ჩემო მიშა, ძალიან გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა.
სააკაშვილ
შიში მიპყრობს, როდესაც პარალელს ვავლებ დღევანდელ რეალობასა და 90-იანების დასაწყისს შორის. ზვიადი დაბრუნდა საქართველოში. მას სრულიად გააზრებული ჰქონდა თუ რა მოჰყვებოდა მის ჩამოსვლას. სიკვდილისათვისაც მზად იყო და ასეც მოხდა, მსხვერპლად შეეწირა საქართველოს. ამგვარმა თავგანწირვამაც კი ვერ იხსნა ჩვენი ქვეყანა შევარდნაძის 12 წლიანი ავადსახსენებელი მმართველობისგან და ხალხიც ბედს შეეგუა. ზუსტად შენ შეძელი ამ უიმედო ჭაობიდან ჩვენი გამოყვანა და სახელმწიფოს შექმნა.
კიდევ ერთი მსხვერპლად შეწირული პრეზიდენტი დიდ ცოდვად დააწვება საქართველოს, თუმცა, ვფიქრობ, არ გამოაფხიზლებს მას. პირიქით, კვლავ უიმედობის და ნიჰილიზმის მიზეზი შეიძლება გახდეს.
შენ ცოცხალი ჭირდები საქართველოს!
შენ ხარ მთავარი მამოძრავებელი ძალა, ის ძალა, რომელიც შექმნის მუხტს, გამოაღვიძებს ერს და საბოლოდ გაათავისუფლებს მარწუხებისაგან.
თუ ეს ასე არ მოხდა, საქართველოს გარანტირებული აქვს მომავალი შავ-ბნელი 10 წელიწადი.
მიშა, კვლავაც შენ ხარ ამ ჩიხიდან გამოსავალი. გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა. ვიმეორებ – შენ ცოცხალი ჭირდები საქართველოს!
მთელი გულით ვლოცულობ შენზე, შენს ჯანმრთელობაზე. გაიხსენე შემართება, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში გქონდა. გიგზავნი შენივე ლექსს. ვინ იცის, რამდენი წელია ვინახავ…
სიყვარულით,
დარეჯან გოგოხია”