“ხელისუფლება ამბობს, რომ ერთ საავადმყოფოს ვერ დაიცავს, ერთ საავადმყოფოს” – ხიდაშელი

პოლიტიკოსი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:

“ხვდებით ხომ რა კატასტროფაში ვართ!
ხელისუფლება ამბობს სამოქალაქო საავადმყოფოში ვერ გადავიყვან, უსაფრთხოების პრობლემააო.
ანუ დავმარცვლოთ:

საქართველოს, ანუ ქვეყანას რომლის ნაწილიც ოკუპირებულია;

ყავს ხელისუფლება რომელიც ამბობს, რომ ერთ საავადმყოფოს ვერ დაიცავს;

ერთ საავადმყოფოს!!!

და ამას ხშირად და სხაპასხუპით იმეორებენ.

და არსებობს ხალხი რომელიც მერე ამ სიბეჩავეს ყელმოღერებული იმეორებს;

და ეხლა აქ შემოცვივდებიან და ლანძღვას დაიწყებენ იმის იმედით რომ ასეთი ბეჩავი ხელისუფლების მხარდამჭერისგან რამე უნდა მეწყინოს.”