პოლიციის თანამშრომლებმა რუსთავის ციხესთან დაგეგმილი აქციის აპარატურა ტერიტორიიდან მანქანებით წაიღეს.
ინფორმაციას და ფოტოებს ფორმულა ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ციხესთან აქცია არის დაგეგმილი.
შსს-ს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სცენის განლაგება ციხის უსაფრთხოებას უშლიდა ხელს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე განმარტავს, სამართალდამცავებმა სცენის შეტრიალება მოსთხოვეს, თუმცა საბოლოოს ამის საშუალება აღარ მისცეს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ლაშა გოგნიაშვილი ამბობს, რომ სცენის შეტრიალებაზე უარი ორგანიზატორებმა თქვეს:
“ვეუბნებით ალტერნატიულ ადგილს, მაგრამ ამ ალტერნატიულ ადგილზეც გვეუბნებიან უარს”.
“ალია”