მიხეილ სააკაშვილი ირგვლივ აგორებულმა ახალმა სკანდალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს იღებს.
ეს უკვე აღარ არის სამედიცინო დანიშნულება და წარმოადგენს საკვებს. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტმა ჰოლანდიაში, 23 სექტემბერს კუჭის რეზექცია გაიკეთა.
ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამჯერად მისი შვილის ირგვლივ დასმულ კითხვას გაექცა. მის მობილურ ტელეფონზე ჟურნალისტს ოჯახის ახლობელმა უპასუხა, რომელმაც პირად ექიმთან გადაამისამართა.
რაც შეეხება ნიკოლოზ ყიფშიძეს, მან არც უარყო და არც დაადასტურა ცნობა იმის თაობაზე, რომ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლამდე გაიკეთა კუჭის დაპატარავების ოპერაცია. „არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია. ჰოლანდიაში გაკეთებულ ოპერაციაზე ნამდვილად არაფერი ვიცი“, – თქვა ყიფშიძემ.