ია მეტრეველის განცხადებით, ის 7 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების და „უცნობის“ მიერ დაგეგმილ აქციაში მიიღებს მონაწილეობს. აქციაზე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებულები 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარ დარბევას გააპროტესტებენ.
ია მეტრეველი “იმედთან” ამბობს:
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერასდროს ვეღარ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიკრიბებით, რათა დავანახოთ მათ, რომ მთელი საქართველო ერთადაა და ისინი არიან სექტა, ჯგუფი, რომელსაც არანაირი ძალა არ აქვს, რომ რამე შეცვალოს. გია გაჩეჩილაძე ჩემი თანამებრძოლია და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი „ნაციონალური მოძრაობის“, ამ ბოროტების რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ, მე აუცილებლად ვიქნები ამ აქციაზე“