პოლონეთში გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლას MMA-ში შეუდგნენ და ამით გულშემატკივართა დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვიეს. კერძოდ, MMA-VIP3-ის ფარგლებში პიოტრ ლისოვსკიმ ულა სიკაჩი ტექნიკურო ნოკაუტით დაამარცხა. აქ საყურადღებო ის არის, რომ ულა ქალი მოჩხუბარია, პიოტრი კი, რომელიც რინგზე თვალებმოხატული გამოვიდა…
ორთაბრძოლა ლისოვსკის სრული უპირატესობით წარიმართა და მეტოქის სრული განადგურებით დასრულდა – ულა ძიუდოს ილეთით დააგდო და მუშტების კორიანტელი დააყარა.
ორთაბრძოლა, რომელიც წესით არც უნდა შემდგარიყო, მსაჯმა მეორე რაუნდში შეაჩერა.
მეტიც, გაიმართა მეორე ინტერგენდერული, გნებავთ სქესთა შორისი ჩხუბიც – მიხალ პრჟიბილოვიჩი ვიქტორია დომზალსკას დაუპირისპირდა და… პირველივე რაუნდში პრჟიბილოვიჩმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
— Matysek (@Matysek88) October 29, 2021
— Matysek (@Matysek88) October 29, 2021